ალხაზიშვილი გივი ივანეს ძე (დ. 26. V. 1944, თელავი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი), პოეტი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1969). მუშაობდა გამომც. „განათლებაში“, ჟურნ. „ცისკრის“ რედაქციაში, 1988-იდან გამომც. „მერანის“ მთავარი რედაქტორი. ლექსების ბეჭდვა 1961-იდან დაიწყო. პირველი წიგნი „ლექსები“ 1972 გამოაქვეყნა. ა-ის კრებულებიდან აღსანიშნავია: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „წარსულის სარკმელი“ (1980), „თვალი–სულის სანთელი“ (1982), „ქარის დევნა“ (1983), „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო!“ (1985), „აღმოცენება“ (1987), ლექსების წიგნი „გული ანათებს“ (1989), „მხოლოდ სიყვარულზე“ (1990), „ღამეთა ფერფლი“ (1990), ,,100 ლექსი", ,,რკინის კარს აქეთ და იქით", რომანი, (2007, 2011); ,,დანაშაულით მკვდარი" (2016); რჩეული (2017); ,, წუთი" (2018); ,,თანმდევი სუნთქვა" (2019) და სხვ.
ა-მა თარგმნა ანდრეი ბელის, ვ. სოლოვიოვის, ა. ფეტის, ა. ბლოკის, ტ. არგეზის, რ. მ. რილკეს ნაწარმოებები, მოლდავური პოეზიის ნიმუშები და სხვ.
მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.