გაფრინდაშვილი ხანზერიფა ილიას ასული

გაფრინდაშვილი ხანზერიფა ილიას ასული (12. XII. 1924, თბილისი, – ), ქიმიკოს-ტექნოლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1985), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985), უკრაინის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1973). 1945 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1946–61 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. არაორგ. ქიმ. და ელექტროქიმ. ინ-ტში. 1961-იდან კიბერნეტიკის ინ-ტში (განყ-ბის გამგე).

გ-ის სამეცნ. შრომები და გამოგონებები ეხება ოპტ. მინის, ოპტ. ბოჭკოს, მინაკრისტალური მასალების ტექნოლ. და მათი ოპტ. ელექტრონიკაში გამოყენების საკითხებს.

თხზ.: Волоконная оптика: достижения и перспективы развития, Киев, 1974 (თანაავტ. С. В. Свечников); Волоконная оптика: материалы, тезнология, применения, Тб., 1984.