დოგუზოვი გიორგი ვასილის ძე

დოგუზოვი გიორგი ვასილის ძე (8. X. 1923, ქ. ხარბინი, ჩინეთი, – 1991, ცხინვალი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1953). დ-ის ნამუშევრებში ასახულია ოსი ხალხის ყოფა-ცხოვრება, საქართვ. ბუნების თავისებურებები.

მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ძველი ცხინვალი" (1965), პოეტ კოსტა ხეთაგუროვის პორტრეტი (1966), „გაზაფხული მთებში", „ძველი ხიდი" (ორივე 1969), „გუფთის ხეობა" (1970), სერია „ოსური პეიზაჟები" [„ზაფხული" (1958), „გაზაფხული" (1971), „შემოდგომა" (1971)];

დ-ის მიერ შესრულებული ილუსტრაციები გამოირჩევა მაღალი ოსტატობით.