გაღმა ქარიატა

გაღმა ქარიატა, სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ხობის მარცხ. ნაპირას, ხობ–ყულევის საავტ. გზაზე. ქარიატის თემის ცენტრი (სოფლები: გ. ქ., გამოღმა ქარიატა). ზ. დ. 7 მ, ხობიდან 18 კმ, ჭალადიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 476 მცხ. (2014).