გაჩეჩილაძე გიორგი სიმონის ძე

 

გაჩეჩილაძე გიორგი სიმონის ძე გაჩეჩილაძე გიორგი სიმონის ძე (23. IX. 1935, თბილისი, – 9. I. 2021, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1963), ინდიანის (აშშ) უნ-ტის საპატიო პროფესორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1958), 1963-იდან მუშაობდა რუსთაველის სახ. ქართული ლიტ-რის ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად. 1989–91 იყო სრულიად საქართველოს რუსთაველის საზ-ბის, ხოლო 1993-იდან – საქართვ. რეფორმატორთა კავშირის ერთაშორის ურთიერთობის კომისიის თავ-რე. გ-მ პირველმა მოაქცია კვლევის არეში მანიერისტულ-ბაროკოული სტილის გენეზისი, რაობა, სურათი და დინამიკა XVII–XVIII სს. ქართ. მწერლობაში („ბაროკოს პრობლემა და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის ამოცანები“, 1971) და ამით ახ. პერსპექტივები გამოავლინა ქართ. კულტ. ადგილის, როლის, მნიშვნელობის გასარკვევად აღნიშნული პერიოდის მსოფლიო კულტ. ანსამბლში. გ-ის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „დუმილის ცნება და ლიტერატურა“ (1971), „მამისმკვლელის მეტაფორა“ (1981), „მუშნი ზარანდია: რეალობა და მეტაფორა“ (1985), „სულიერი გამოცდილების სამყაროში“ (1986), ნარკვევების სერია „ამერიკული დღიურები“ (1991–92). ქართველ საზოგადოებას გ-მ გააცნო ამერიკის ქართ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ლიტ. მემკვიდრეობა, აგრეთვე ა. წერეთლისა და გრ. რობაქიძის გამოუქვეყნებელი წერილები. 1990 გ-მ აშშ-ში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოში პოლიტ. მდგომარეობის შესახებ.