გაჩეჩილაძე დუდანა გიორგის ასული

გაჩეჩილაძე დუდანა გიორგის ასული ( დ. 11. 01. 1965, თბილისი), ექიმი-რადიოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი ( 2005), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2010).

1987 დაამთავრა თსსი; 1988–91 მუშაობდა ა. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტში; 1992-იდან ‒აკად. ფ. თოდუას სახ. სამედ. ცენტრში.

გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 3 მონოგრაფიის ავტორი, რ-იც ეხება სისხლძარღვთა პათოლოგიებსა და დიაგნოსტიკას.

გ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მიერ დაწესებული ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. პრემია ( 2008 ) და საპატიო სიგელი მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ( 2015 ), ღირსების ორდენი ( 2012 ).

თხზ.: ცერებროვასკულარულ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა, თბ., 2007 (თანაავტ.); ექსტრაკრანიული სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა, – თანაავტ.: ფ. თოდუა, დ. გაჩეჩილაძე, თბ., 2014; ..Noninvasive radiologic diagnostics of vessel pathologies“ – (თანაავტ.: F. Todua, D. Gachechiladze ), 2018.