ლორთქიფანიძე ვაჟა გიორგის ძე (დ. 29.11.1949, თბილისი), სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2018), აფხაზეთის არ მეცნ. (2002), საქართვ. ეკონ. მეცნ. (1999), საქართველოს და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. (2006) აკადემიების წევრი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2002).
დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1973). მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნ. აკადემია (1990). ლ-მ 2000 თსუ-ში დააარსა დემოგრაფიის კათედრა, რ-ის გამგეც ის 2006-მდე იყო, თსუ-ის სამეურვეო საბჭოს თავ-რე (2003-05). არის საქართვ. დემოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი (1998-იდან). სამეცნ. ჟურნ. – „დემოგრაფიის“ დამაარსებელი და გამომცემელი (1999-იდან).
ლ. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშ. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1993) და პრეზიდენტი (2003-იდან). საქართვ. პარლამენტის მიერ 2016 დამტკიცებული საქართვ. დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის ინიციატორი და ერთ-ერთი ავტორი. 2016-იდან არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილი მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი.
წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნ-ტში დემოგრაფიის, პოლიტიკისა და სოციოლოგიის დარგში. მან საუძველი ჩაუყარა საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში პროფესიონალი დემოგრაფების აღზრდის სამსაფეხურიან სისტემას. 2014-იდან არის თსუ პროფესორი, დემოგრაფიაში სამაგისტრო და სადოქტორო სასწ.-საგანმ. პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი. 2017-იდან საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელ. ქართულ უნ-ტში დააარსა საბაკალავრო სასწ. პროგრამა დემოგრაფიასა და სოციოლოგიაში.
მუშაობდა სხვადასხვა პოლიტ. და სახელმწ. თანამდებობებზე. იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე – 1989-90, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში – 1995-98, საქართვ. სახელმწ. მინისტრი (პრემიერ-მინისტრი) – 1998-2000, საქართვ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – 1983-90, საქართვ. პარლამენტის წევრი – 1995-98 და 2001-04, პოლიტ. ორგანიზაციის – „საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავ-რე – 2002-14, საქართვ. სპეც. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1999-2005).
ლ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 7 მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნ. შრომები ეხება საქართველოსა და რეგიონული დემოგრაფიის პრობლემებს.
თხზ.: ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები, თბ. 1998; ერი ერმა უნდა გადაარჩინოს (თანაავტ. ა. თოთაძე), თბ., 2007; დემოლოგია, თბ., 2018; The population of the Caucasus, N. Y. 2009.