გაჩეჩილაძე ირინე დოსითეოსის ასული

გაჩეჩილაძე ირინე დოსითეოსის ასული (31. XII. 1921, თბილისი, – ), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). 1948 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები დ. ციციშვილი, ზ. მაისურაძე). 1960-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1949-იდან მონაწილეობდა მხატვართა საერთაშ. (რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ინდოეთი, ირანი, მექსიკა, იუგოსლავია) გამოფენებში. მხატვრული კერამიკის საერთაშ. (პრაღა, 1962; ვალორისი, 1970) გამოფენების დიპლომანტი. გ-ის შემოქმედებამ ხელი შეუწყო მონუმ. კერამიკის დანერგვას საქართველოში. ნამუშევრები: პანოები – „მოსავლის აღება“ (1948), „ვუმღეროთ თბილისს“ (1958, მხატვარმა პირველად გამოიყენა შამოტი, მაიოლიკური საღებავები, ანგობი), ლარნაკი „თამარი“ (1977), მარანი „ხორუმი“ (1970), დეკორატიული თეფშები „გაზაფხული“, „ჩიტები“ (1989) და სხვ.