გაჩეჩილაძე სევასტი მიქელის ძე

გაჩეჩილაძე სევასტი მიქელის ძე (1863–1943), ფოლკლორისტი. აგროვებდა უმთავრესად იმერული ფოლკლორის ნიმუშებს. ზედმიწევნით შეისწავლა თავისი სოფლის წევის (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) ზეპირსიტყვიერება. შეკრებილი მასალა გამოაქვეყნა ჟურნ. „აკაკის კრებულში“ (1899, № 2, 4) და კრებ. „ძველ საქართველოში“ (ტ. 1, 1909; ტ. 4, 1915). მისი ფოლკლორული ჩანაწერების დიდი ნაწილი და მოგონებანი შემკრებლობითი მუშაობის შესახებ დაცულია შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი   მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.

ვ. მაცაბერიძე