გაძევება

გაძევება, სისხლისსმართლებრივი სასჯელის სახე – დამნაშავის განდევნა სახელმწიფოს ტერიტორიიდან. ფეოდ. საქართველოში გ-ით სჯიდნენ, მაგ., მკვლელებს ან გამოუსწორებელ პოლიტ. დამნაშავეებს. ამ სასჯელს ბერძნ. სახელი ექსორიაც ეწოდებოდა. თამარ მეფემ ხუთი ძმა კახაბერისძენი, რ-ებმაც ანტონ ჭყონდიდელის ორი ძმა მოკლეს, ჯერ ციხეში დაამწყვდევინა, ხოლო შემდეგ „მაკედონიასა საბერძნეთისასა“ გააძევა. დავით ნარინმა მოღალატე ფეოდალის „ორნი შვილნი... მისცნა ექსორიობად, კონსტანტინეპოლისს წარგზავნნა“. ჩვეულებითი სამართალი|ჩვეულებითი სამართლის თანახმად, მძიმე დანაშაულის ჩამდენთა მიმართ იყენებდნენ თემის ფარგლებიდან გ-ს.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი   ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

გ. ნადარეიშვილი