ბულეიშვილი დავით ამბროსის ძე [12 (25). X. 1911, ზესტაფონი - 15.07. 2020, თბილისი], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974).
1932 დაამთავრა თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი, გეოლ. განყ-ბა. 1932–35 მუშაობდა საკავშ. სუბტროპ. ინ-ტში (ოზურგეთი), 1935–38 – ქუთ. პედ. ინ-ტში. 1938–41 მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტია. 1941–56 ტრესტ „საქნავთობში“ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1956–78 იყო ნავთობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. გეოლ.-საძიებო ინ-ტის საქართვ. განყ-ბის (შემდგომ ნავთობის მრეწვ. ჩრდ. კავკ. სახელმწ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის საქართვ. განყ-ბა; ახლანდ. საქართვ. ნავთობის სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ცენტრი) გამგე, 1978–86 – გეოლ. განყ-ბის გამგე, 1986-იდან მთავარი მეცნ. თანამშრომელია.
მისი შრომები ეხება საქართვ. ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას, აღმ. საქართველოს მთათაშუეთის გეოლ. აგებულებასა და ნავთობაირიანობას. 1968–78 იყო ი. გუბკინის სახ. ნავთობისა და აირის მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის რესპ. გამგეობის თავ-რე. 1966–70 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Геологическое строение межгорной депресии Грузии и перспективы ее нефтеносности, წგნ.: Очерки по геологии СССР, т. 3, Л., 1957; Геология и нефте-газоносность межгорной впадины Восточной Грузии, Л., 1960; Геологические предпосылки открытия крупных нефтяных месторождений в миоценовы отложениях Восточной Грузии, წგნ.: Вопросы геологии Грузии. К XXII сессии международного геологического конгресса, Тб., 1964; геология СССР, т. 10 – Грузинская ССР, ч. 1 – Геологическое описание, М., 1964 (თანაავტ.).
ვ. ჯავრიშვილი