გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე

გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (19. IV. 1909, სოფ. ქვაითი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 1. I. 1973, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (20. VI. 1942), უმცროსი პოლიტხელი. წარმოებისაგან მოუწყვეტლივ დაამთავრა თსუ-თან არსებული პედ. მუშფაკი, შემდეგ – სამხ.-პოლიტ. სასწავლებელი (1941), 1935–36 მსახურობდა წითელი არმიის ქართ. საარტ. პოლკში, II მსოფლიო ომში სევასტოპოლის დაცვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. 1943–46 მსახურობდა თბილ. ახლანდ. კრწანისის რ-ნის სამხ. კომისრად. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ საბჭ. და სამეურნეო თანამდებობებზე.

გ. კახიანი