გდუ

გდუ, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ალეურის (ქსნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ბოსელთა, ზემო გრუ, კოდიჯვარი, მამულაანი, მონასტერი, ქვემო გრუ, ციხისოფელი, ჭანდარი). ზ. დ. 1360 მ, ახალგორიდან 21 კმ. გ. პირველად მოხსენიებულია „მატიანე ქართლისაჲში“ (XI ს.). სოფელში შემორჩენილია VIII–X სს. ბაზილიკური ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები.

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.