გეგა

გეგა, მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 26 კმ. აუზის ფართ. 422 კმ². სათავე აქვს გაგრის ქედის ჩრდ. ნაწილის აღმ. კალთაზე, 2400 მ სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია აგეფსთა და იუფშარა (ორივე მარცხ.). უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 27 მ³/წმ.