გეგელაშვილი კარლო ვლადიმერის ძე

გეგელაშვილი კარლო ვლადიმერის ძე (6. I. 1927, სოფ. კურსები, ტყიბულის ზონა, – 23. X. 1987, თბილისი), ნევროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), საქართვ. დამს. ექიმი (1984). 1948 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1948–56 მუშაობდა ამავე ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, ერთდროულად იყო საქართვ. სამედ. გამომცემლობის რედაქტორ-კონსულტანტი, 1957–61 – ჟურნ. „საბჭოთა მედიცინის“ პასუხისმგებელი მდივანი, 1967–69 პირველი ქართული სამედ. გაზეთის „სახალხო ჯანმრთელობის“ დაარსების ორგანიზატორი და რედაქტორი. 1958–87 მუშაობდა კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სწავლულ მდივნად, ნეიროჰისტოფიზიოლ. ლაბორ. ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ სამეცნ. დარგში. 1973–85 ერთდროულად იყო საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, 1987 – ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. ქსე-ის მედიცინის რედაქციის სექციის თავ-რე. გ. იკვლევდა ნევროლოგიის, ნეიროციტოქიმ., ჯანდაცვის ორგანიზაციის საკითხებს, ავტორია მრავალი სამეცნ.-პუბლიც. სტატიისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ქსოვილთა კულტურა, თბ., 1959; ნუკლეინის მჟავებისა და ნუკლეოპროტეიდების ჰისტოქიმია და ფუნქციური მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1962; ნეირონი, თბ., 1976; მედიცინა, ექიმი და საზოგადოება, თბ., 1982; დისპანსერიზაცია, თბ., 1984; თანამედროვე მედიცინა, თბ., 1987.