გეგელია თენგიზ გიორგის ძე

გეგელია თენგიზ გიორგის ძე (28. I. 1928, სოფ. პატარა ჯიხაიში, ხონის მუნიციპ-ი, – 21. VII. 1994, თბილისი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

დაამთავრა თსუ (1950). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტსა და გამოთვლით ცენტრში (1956 – 66). თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის უწყვეტი გარემოს მექან. განყ-ბის გამგე (1966–80), ამავე უნ-ტის დიფერენც. და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრის გამგე (1980-იდან), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უწყვეტი გარემოს მექან. განყ-ბის გამგე (1981-იდან). გ-ს ძირითადი შრომები ეხება ერთგანზომილებიან და მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს, პოტენციალის თეორიას, მათ. დრეკადობის კლასიკურ თეორიას, მომენტური თეორიის ამოცანებს და სხვ. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971, ვ. კუპრაძესთან, მ. ბაშელეიშვილსა და თ. ბურჭულაძესთან ერთად), ი. ვეკუას სახ. პრემიის ლაურეატი (1987, თ. ბურჭულაძესთან ერთად). იყო რუსეთის მეცნ. აკად. პლასტიკურობისა და სიმტკიცის პრობლემების სამეცნ. საბჭოს ბიუროს წევრი და ამავე საბჭოს დრეკადობის თეორ. სექციის თავ-რე (1980-იდან). რუსეთის თეორ. და გამოყენებითი მექან. ეროვნული კომიტეტის წევრი (1985-იდან). მათ. და მექან. საერთაშ. საზ-ბის (ISIMM) წევრი (1982-იდან).

თხზ.: ინტეგრალური და ფუნქციური განტოლებები, ნაკვ. 1–2, თბ., 1985; Трехмерные задачи математической теории упругости, М., 1976 (თანაავტ.); Развитие метода потенциала в теории упругости, Тб., 1985 (თანაავტ. Т. Бурчуладзе).

ლიტ.: ებანოიძე თ., გამოჩენილი მეცნიერი (თ. გეგელიას დაბადების 60 წლისთავის გამო), «მეცნიერება და ტექნიკა», 1988, № 2.

თ. ებანოიძე