გეგენავა გრიგოლ ვლასის ძე

გეგენავა გრიგოლ ვლასის ძე (25. XI. 1919, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 2003, თბილისი), აგროტოქსიკოლოგი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1994). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1941 დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი. 1963–74 იყო საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1974–77 – საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს მეცნ. და პროპაგანდის მთავარი სამმართველოს უფროსი, 1977–83 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ახლანდ. აგრ. უნ-ტის) პრორექტორი სამეცნ. დარგში, 1984–91–საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკადემიის ამიერკავკ. რეგიონალური განყ-ბის (ახლანდ. საქართვ. სოფ. მეურნეობის მეცნ. აკად.) პრეზიდიუმის თავ-რის პირველი მოადგილე, 1991-იდან იყო საქართვ. აგრ. უნ-ტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კათედრის პროფესორი. გ. იკვლევდა სას.-სამ. კულტურების მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმ. საშუალებებს, მათი გამოყენების პირობებსა და რეგლამენტს. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა და 2 სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.