გეგეშიძე დავით ვიქტორის ძე

გეგეშიძე დავით ვიქტორის ძე (დ. 1. I. 1935, ბაღდათი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1985), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1982), დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1957). თბილ სახელმწ. სამედ. უნ-ტის პრორექტორი (1985–95), ამავე უნ-ტის საზ. მეცნიერებათა კათედრის გამგე (1986-იდან). 1995 აირჩიეს საქართვ. პედ. მეცნ. აკად. წევრად.

გ-ის შრომები ეხება თანამედროვეობასთან რელიგ. ურთიერთობის პრობლემებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, რელიგ. რწმენისა და მეცნ. ცოდნის ურთიერთობის საკითხებს, რელიგ. სექტანტობის გენეზისს. მისი მონაწილეობით შედგენილია მეცნ. ათეიზმის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.

თხზ.: სექტანტური იდეოლოგიის რეაქციული არსი (ბაპტიზმი და ორმოცდაათიანელები), თბ., 1966; რელიგიისა და ათეიზმის სპეციფიკის შესახებ, თბ., 1969; რელიგიური რწმენა და მეცნიერული ცოდნა, თბ., 1969 (თანაავტ.); მისტიციზმის რელიგიური ბუნება, თბ., 1971; დიდი კონფლიქტი, თბ., 1972; ათეიზმი, რელიგია, თანამედროვეობა, თბ., 1982; საქართველოს ისტორიაში ქრისტიანობის ადგილისა და როლის საღვთისმეტყველო კონცეფციის კრიტიკა, თბ., 1986.