გეგეჭკორი ვლადიმერ გიორგის ძე

ვ. გეგეჭკორი

გეგეჭკორი ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (14. V. 1888, მარტვილი, – 27. VI. 1980, თბილისი), საბავშვო მწერალი და მუსიკის მოღვაწე. ავტორია ლექსთა კრებულებისა: „საბავშვო ლექსები“, „რა დროა“ (ორივე 1928), „ავაშენოთ“, „გამოიცანი“ (ორივე 1931), „გამოცანები“ (1932), „ძია თომა თვითმფრინავში“ (1969). გ. მღეროდა ქართ. ხალხ. სიმღერის გუნდებსა და კაპელაში. მუშაობდა ხალხ. ანსამბლებში როგორც მხატვრულ-ლიტ. გამფორმებელი, კონფერანსიე. ავტორია მონოგრაფიისა „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“ (I–IV წიგნი, 1954–69), რ-შიც გამოვლენილი და აღნუსხულია 80-მდე ქართ. ხალხ. სიმღერის ოსტატი.

გ. ჩხიკვაძე