გეგეჭკორი ლამარა შალვას ასული

გეგეჭკორი ლამარა შალვას ასული (13. IV. 1931, თბილისი, – 31. III. 1995, იქვე), ფილოლოგი. პედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1980).

დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი და თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (1956). გ-ის თაოსნობით თსუ-ში შეიქმნა უცხოურ ენებზე ზეპირმეტყველების ლაბორატორია (1967), რ-იც 1982 გადაკეთდა უცხოური ენების ინტენს. სწავლების რესპ. ცენტრად. 1988-იდან გ. იყო თსუ ფრანგ. ენის კათედრის გამგე.

გ-ს დამუშავებული აქვს უცხოური ენების ინტენს. სწავლების ახ. მეთოდური სისტემა, რ-მაც პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა ჰ. ფოგტის „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“ (1975). ფ. შოპენის სახ. პიანისტთა კონკურსის ლაურეატი (1958).

თხზ.: სალაპარაკო ფრანგული. ინტენსიური კურსი, თბ., 1977; უცხოური ენების ზეპირმეტყველების სწავლება ინტენსიურ საფუძველზე (ძიებები და პრობლემები), თბ., 1977; ენების ინტენსიური სწავლების თანამედროვე მეთოდები, თბ., 1981; ვისაუბროთ ფრანგულად, თბ., 1985; ფრანგული ენის სახელმძღვანელო (ინტენსიური კურსი), ნაწ. 2, თბ., 1990.