გეგეჭკორი ნიკოლოზ გიორგის ძე

გეგეჭკორი ნიკოლოზ გიორგის ძე (1891, მარტვილი, – 1937, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937). 1914 დაამთავრა პეტერბ. სამხ.-სამედ. აკადემია. 1923 მუშაობდა პეტროგრ., 1925–27–ბერლინისა და პარიზის თერაპიულ კლინიკებში. 1933–35 განაგებდა თბილ. სამედ. ინ-ტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრას. 1927 გ-ის თაოსნობით ლიბანში (ბორჯომის რ-ნი) გაიხსნა სანატორიუმი. იკვლევდა ღვედკეცას, აგრეთვე მინერ. წყლების სქურისა და ლუგელის სამკურნ. თვისებებს და სხვ. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.