გედევანიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე

გედევანიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე [3 (15). III. 1883, თბილისი, – 15. V. 1957, იქვე], მეცნიერი ლითონთა ტექნოლ. დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1944). პროფესორი (1932), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1943), საქართვ. მეცნ. აკად. ტექ. მეცნ. განყ-ბის თავ-რე და ბიუროს წევრი (1951–55).

1912 დაამთავრა პეტერბ. საარტ. აკადემია. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვ. თანამდებობაზე. იყო უმაღლესი ტექ. განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მონაწილეობდა ქართ. ტექ. ტერმინოლოგიის შექმნაში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები ეხება ლითონთა ჭრის თეორიასა და ტექნოლოგიას, მათი წნევით დამუშავებისა და შედუღების პროცესთა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ლითონების მექანიკური ტექნოლოგია, ტფ., 1925; ლითონის წნევით დამუშავება, თბ., 1938; შედუღება, თბ., 1948.

ლიტ.: თავაძე ფ., გოცირიძე გ., გამოჩენილი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1953, № 4.