გედევანიშვილი დიმიტრი მიხეილის ძე

 

დ. გედევანიშვილი

გედევანიშვილი დიმიტრი მიხეილის ძე  [15 (28). IX. 1902, თბილისი, – 28. III. 1990, იქვე], ფიზიოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1946). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1927 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1937–48 იყო თსუ-ის ფიზიოლ. კათედრის პროფესორი და თბილ. სტომატოლოგიური და ფარმაცევტული ინ-ტების ფიზიოლ. კათედრის გამგე, 1948-იდან – თბილ. სამედ. ინ-ტის ფიზიოლ. კათედრის პროფესორი, 1959–73–ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში. შეისწავლა თავის ტვინის 55 ჰც-იანი ბიოელექტრული რიტმი, ტკივილის ქერქული წარმომავლობა, მუკომოტორული რეფლექსები და სხვ. მუშაობდა აგრეთვე ზოგიერთი ფიზიოლ. ფუნქციის ბიონიკური მოდელების შექმნაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Некоторые актуальные вопросы физиологии и пути их решения, Тб., 1970.