გედევანიშვილი ირაკლი დიმიტრის ძე

გედევანიშვილი ირაკლი დიმიტრის ძე (19. IX. 1918, ქ. მოგილიოვი, – 19. I . 1995, თბილისი), პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1987). ვ. ვორონინის მოწაფე. 1941 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. II მსოფლიო ომის დროს სამედ.-სანიტ. რაზმის განყ-ბის, შემდეგ კი ტყვეთა ბანაკის სანიტ. ნაწილის უფროსი იყო. 1946–53 მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში, 1953–61–თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ზოოლ. კათედრაზე, 1961–87 ამ კათედრის გამგე, ხოლო 1987-იდან იყო კათედრის პროფესორი. შეისწავლის ნერვული ტროფიკისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ნეიროჰუმორალური რეგულაციის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

თხზ.: Трофическая язва, Тб., 1955 (თანაავტ. В. В. Воронин); Периферическое кровообращение и особенности его регуляции, М., 1967.