გედეხაური გურამ ირაკლის ძე

გედეხაური გურამ ირაკლის ძე (დ. 24. I. 1963, სოფ. სართიჭალა, გარდაბნის მუნიციპ-ი), სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. სსრკ სპორტის დამს. ოტატი (1987). მსოფლიო ჩემპიონი ბერძნ.-რომაულ ჭიდაობაში (1987, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი); მსოფლიო თასის მფლობელი (1987, ოლბანი, აშშ). სსრკ ჩემპიონი (1987, მინსკი) და ორგზის (1987, ომსკი; 1988, თბილისი) ვერცხლის პრიზიორი. საქართვ. ჩემპიონი (1985). სეულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. გამოირჩეოდა დიდი ფიზ. ძალით და გამძლეობით. ბერძნ.-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის საქართვ. რესპუბლიკური ფედერაციის პრეზიდენტი (1993–94).

გ. რატიშვილი