გევორქიანი გურგენ მნაცაკანის ძე

გევორქიანი გურგენ მნაცაკანის ძე (4. VIII. 1921, თბილისი, –), ინჟინერ-ელექტრიკოსი. 1951 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამრეწვ. ნაგებობათა ელექტრომოწყობილობის ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო ამიერკავკ. მეტალ. ქ-ნის ენერგეტ. განყ-ბაში ინჟინრად. 1954–63 მუშაობდა ამავე ქ-ნაში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. რუსთავის მეტალ. ქ-ნის მილსაგლინ აგრეგატ „400“ მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის 1962 მიენიჭა ლენინური პრემია (სხვებთან ერთად). 1963-იდან ცხოვრობს ერევანში.