გეზევრეთი

გეზევრეთი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ხარულის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ნახიდურის (ქსნის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1320 მ, ახალგორიდან 17 კმ.

გ. (გეზერეთი) პირველად იხსენიება იოანე ბაგრატიონის (XVIII ს.) ქსნის ხეობის სოფელთა სიაში. 1865 გ. თავისი 7 კომლით შევიდა ქსნის უბნის გეზევრეთის სასოფლო თემის შემადგენლობაში.

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ჯ. გვასალია