გეზევცეკი

გეზევცეკი, გეზე (დიდი და მცირე), მთები ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე. დიდი გ-ის სიმაღლეა 4009 მ, მცირე გ-ისა – 3558 მ. ორივე აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დიდი გ-ის ციცაბო კალთებიდან სამხრ-ით ეშვება მყინვარები ზოფხიტო და ედენა, ჩრდ-ით – თერგის აუზის მყინვარები.

დ. უკლება