გაუკი ალექსანდრე ვასილის ძე

გაუკი ალექსანდრე ვასილის ძე [3 (15). VIII. 1893, ოდესა, – 30. III. 1963, მოსკოვი], დირიჟორი და პედაგოგი. რსფსრ სახ. არტისტი (1954).

1917 დაამთავრა პეტროგრ. კონსერვატორია (ნ. ჩერეპნინის კლასი). სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო 1913-იდან. 1920–31 ლენინგრ. ს. კიროვის სახ. (ახლანდ. მარიამის) ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობდა. 1930–34 იყო ლენინგრ. ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1936–41 – სსრკ სახელმწ. სიმფ. ორკესტრის დირიჟორი, 1934–36 – საკავშ. რადიოს დიდი სიმფ. ორკესტრის დირიჟორი, 1953–62 – მისი მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1927–33 – ლენინგრ., 1936–63 მოსკ. კონსერვ. პედაგოგი (1948-იდან პროფესორი). 1941–43 იყო საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრის მთავარი დირიჟორი და თბილ. კონსერვ. პედაგოგი.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ მუსიკალურ საზოგადოებაში. გ-ის მოწაფეები იყვნენ: ა. მელიქ-ფაშაევი, ე. მიქელაძე, ე. მრავინსკი, ე. სვეტლანოვი, ვ. ფალიაშვილი, ჯ. გოკიელი და სხვ.