გაფეზი (თევდორე ზაქარიას ძე გაგლოითი)

გაფეზი (ნამდვ. სახელი და გვარი თევდორე ზაქარიას ძე გაგლოითი) [29. VIII (11. IX). 1913, ბაქო, – 12. VIII. 1983], ოსი მწერალი. ავტორია ლექსების, მოთხრობათა კრებულებისა და რომანისა „გამარჯობა, ხალხო!“ (1966) და სხვ. ოსურად თარგმნა ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ი. აბაშიძის და სხვ. ქართვ. პოეტების ლექსები. ქართ. ენაზე გამოვიდა გ-ის ლექსთა კრებულები.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ლექსები, ბალადები, თბ., 1963; მუხნარი, თბ., 1966; ლექსები, თბ., 1970; დილა მშვიდობისა, თბ., 1973.

ლიტ.: ბუკულთი მ., გაფეზის შეგონებები, „ფიდიუაგი“, 1988, №7.