გელაშვილი ანთიმოზ გიორგის ძე

გელაშვილი ანთიმოზ გიორგის ძე (დ. 13. V. 1934, თბილისი), მფრინავი.

1979 მიენიჭა სსრკ დამს. მფრინავის წოდება. დაამთავრა სარატოვის ოლქის საფრენოსნო სკოლა (1954), ლენინგრ. სამოქალაქო ავიაციის აკადემია (1969). საქართვ. სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდა 1954-იდან, 1970–89 იყო სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მუშაობის ორგანიზაციაში. 1989-იდან – საავიაციო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის უფროსი. სამოქალაქო ავიაციაში ხანგრძლივ საფრენოსნო მუშაობასთან ერთად წვლილი მიუძღვის საფრენოსნო და ტექ. კადრების მომზადებისა და მოძრაობის მართვის საშუალებებით რესპ. აეროდრომების ტერიტ. აღჭურვის საქმეში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.