გელაშვილი ანტონ ალექსის ძე

გელაშვილი ანტონ ალექსის ძე (1. IV. 1923, თბილისი, – 31. I. 1977, იქვე), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971). II მსოფლიო ომის მონაწილე.

დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). გ-ის მოღვაწეობის სფეროა დიალექტიკური მატერიალიზმი, მეცნიერული ათეიზმი, რელიგიის ისტორია, რელიგიის ფილოსოფია. გ. იყო საქართველოში რელიგიის ფილოს. პრობლემების თვალსაჩინო სისტემატიკოსი.

თხზ.: ღმერთის ცნების საკითხისათვის, თბ., 1966; რელიგიის გნოსეოლოგიური ფესვები, თბ., 1967; ღმერთის არსებობის ონტოლოგიური დასაბუთება და მისი უსაფუძვლობა, თბ., 1968; თანამედროვე რელიგია და ღმერთის არსებობის დასაბუთების საკითხი, თბ., 1970; დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის წარმოშობა – რევოლუცია ფილოსოფიაში, თბ., 1973; სამყარო, ღმერთი და ადამიანი, თბ., 1974; ათეიზმის თეორიის საკითხები, თბ., 1975.