ბაქრაძე ტარიელ ლუკას ძე (7. XI. 1923, თბილისი ‒ 1997. 18.11 იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1985). მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971).
1944 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1953 ‒ თბილ. სახელმწ. კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ი. ტუსკიას კლასი). 1953 -61 თბილ. სპეც. სამუსიკო სკოლის პედაგოგი. 1948-იდან მუშაობდა საქართვ. ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის ინ-ტში. მუს. ნაწარმოებები: ოპერეტა „შაითან ხიხო“ (1972, დაიდგა თბილ. მუსკომედიის თეატრში, 1973, ორატორია „რევოლუციურ საქართველოს“ (1967), კანტატები „მიყვარს მამული“ (1960), „უკვდავი სახელი“ (1970), ვოკალურ-სიმფონიური პოემა „მარუხი“ (1965), სიმფონია (1963), „სიმფონიური ფრესკები“ (1971), კონცერტები ფორტეპიანოსა და სიმფ. ორკესტრისათვის (1958), ფლეიტის, ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის (1970), ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისათვის (1967), ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის (1970), კონცერტინო ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის (1969), ორი საფორტეპიანო ტრიო (1953, 1969), ორი საფორტეპიანო სონატა (1976, 1982), სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1962), ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1967), საკრავიერი პიესები, კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. ჭყონია