ალიევი ჰეიდარ ალის ძე (ალი რზა-ოღლუ) [(10. V. 1923. ქ. ნახიჩევანი – 12. XII. 2003, კლივლენდი (აშშ), დაკრძალულია ბაქოში], საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1993–2003. გენ.-მაიორი; სოციალისტური შრომის გმირი (1979, 1983).
დაამთავრა აზერბ. სახელმწ. უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი.
1950–64 ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა აზერბ. სსრ სახელმწ. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში; 1967–69 იყო აზერბ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე, 1969-იდან – აზერბ. კპ ცკ-ის პირველი მდივანი; 1982–87– სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე;.
1991-იდან – ნახიჩევანის ასსრ-ის უმაღლესი მეჯლისის თავ-რე; 1993 ივნ.-ოქტ. – აზერბ. უმაღლესი საბჭოს თავ-რე. საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.
2008 წ. 12 მაისს თბილისში, აბანოთუბანში გაიხსნა ა-ის ძეგლი. ღონისძიებას დაესწრო აზერბ. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ა-ის სახელი ეწოდა მტკვრის სანაპიროს თბილისში; კრწანისის რ-ნში, ლითონის მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია მანძილი თბილისიდან ბაქომდე (556 კმ).
დაჯილდოებულია „ოქროს საწმისის“ ორდენით (2000).
ლიტ.: ზ ე ნ კ ო ვ ი ჩ ი ნ., ჰეიდარ ალიევი; ბედის ზიგ-ზაგები, თბ., 2018 (რუს-იდან თარგმნა ჭ. ქირიამ).