გეწაძე დავით ოქროპირის ძე

გეწაძე დავით ოქროპირის ძე (28. VIII. 1917, ზესტაფონი, – 29. VI. 1979, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). II მსოფლიო ომის მონაწილე.

1948 დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი, 1952 – ასპირანტურა. 1948–68 მუშაობდა ქუთ. პედ. ინ-ტში, 1968 მარტიდან გარდაცვალებამდე – თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე.

გ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება ძვ. ქართ. ზმნის სისტემას, მწერლის ენასა და სტილს, ცალკეულ გრამატ. კატეგორიათა წარმოების თავისებურებებს, ქართ. ენის სწავლების ფორმებსა და მეთოდებს.

მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები.

თხზ.: მესამე პირის სუბიექტის ნიშანი დ ძველ ქართულში, «ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1952–53, ტ. 11; კავშირებითი მეორის ერთი ფუნქციის შესახებ ძველ ქართულში, იქვე, 1955, ტ. 13; ქართული ენა. ლექსიკოლოგიისა და სემასიოლოგიის პრაქტიკუმი, თბ., 1962; ძირითადი ფონეტიკური პროცესები სულხან-საბა ორბელიანის ენაში, კრ.: ენათმეცნიერება, თბ., 1976 (თსუ შრომები, ტ. 174).

ლ. კვანტალიანი