„დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიისათვის“, დოკუმენტთა კრებული, შედგენილი და გამოცემული ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, ორ წიგნად.
I წიგნი გამოვიდა 1940 წ., II – 1953. ესაა დოკუმენტთა პირველი კრებული, რ-იც შედგენილია მანამდე გამოცემული დოკუმენტებისაგან განსხვავებული წესით: აქ წარმოდგენილი მასალა შერჩეულ-დალაგებულია თემატურ ბ უ დ ო ბ რ ი ვ - ქ რ ო ნ ო ლ ო გ ი უ რ ა დ. თემატურად კრებულში შესულ საბუთებში ასახულია ბატონყმური ურთიერთობა XV–XIX სს-ში.
ამ ურთიერთობათა წარმოსაჩენად გამოყენებულია წყალობის, შეწირულობის, აზატობის, ნასყიდობის, სითარხნის, პირობის, ბატონყმობისა და სხვა საბუთები, ოქმები, არზები, სამართლის წიგნები, განჩინებები. საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან წარმომავალი საბუთები მოცემულია ცალ-ცალკე.
დოკუმენტთა I წიგნში შესულია 676 საბუთი, აქედან ნომერი 1–501 ქართლისაა, 502–597 – კახეთის, 598–676 – იმერეთის.
II წიგნში 479 საბუთია, რ-თაგან ნომერი 1–409 ქართლისაა, 410–434 – კახეთის, 435–466 – იმერეთის, ხოლო 467– 479 – გურიის.
დოკუმენტთა ორივე წიგნს ახლავს პირთა და გეოგრ. სახელთა საძიებელი.
მ. ბერძნიშვილი