გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე

გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (10. V. 1919, სოფ. უკანეთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 22. VI. 1970, ქუთაისი), საბჭოთა კავშირის გმირი (3. VI. 1944), რიგითი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა ყირიმში, ჩრდ. კავკასიაში, ვორონეჟთან, კიევთან, ბელორუსიაში. მდ. დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფ. უკანეთის კოლმეურნეობაში, 1951-იდან – ქუთ. აბრეშუმის კომბინატში. დაჯილდოებულია ლეინინის ორდენით და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი