გეჯა

გეჯა, გულამოთლილი ხის მორი, „ხის დიდი გობი“ (საბა).

იხმარება პირუტყვისა და ფრინველის საკვების ჩასაყრელად, წყლის ჩასასხმელად, ღორის გასაფუფქავად, სარეცხის გასარეცხად და სხვ., პატარა ზომისა კი – სკად. გ-ს სამეგრელოში „როფე“ ჰქვია.

გ. გასიტაშვილი