გვარამაძე კონსტანტინე ივანეს ძე

გვარამაძე კონსტანტინე ივანეს ძე (1867–1943), პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი. ივანე გვარამაძის შვილი. კრებდა და აქვეყნებდა მესხეთ-ჯავახეთის, გურიის ფოლკლორულ-ეთნოგრ. მასალებს. აქტიურად მონაწილეობდა ქართ. პერიოდიკაში („კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „ჯეჯილი“, „დროება“, „ივერია“, „აკაკის კრებული“ და სხვ.). სოფ. ხიზაბავრაში ჩაიწერა ხალხ. ვეფხისტყაოსანი. ხალხ. გამოცანები დასტამბა კრებ. „ძველი საქართველოს“ III ტომში (1913–14). ცალკე წიგნებად გამოსცა: „ხალხური მესხური ლექსები: (1894), „მესხური ანდაზები და გამოცანები“ (1899–1900), „გამიჯნურებული ქალ-ვაჟის ლექსი“ (1893) და სხვ. ეკუთვნის ფოლკლორული და ეთნოგრ. გამოკვლევები, წერილები ფოლკლორული მასალის შეკრება-შეგროვებაზე და სხვ.

ლიტ.: ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1975.

ფ. ზანდუკელი