გვასალია ნელი ვახტანგის ასული

გვასალია ნელი ვახტანგის ასული (დ. 28. III. 1943, თბილისი), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1967). 1967-იდან მუშაობდა „თბილ-ქალაქპროექტში“, 1975-იდან – „საქქალაქმშენსახპროექტში“ (არქიტ. ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი არქიტექტორი). ავტორია რამდენიმე დიდი საზ. დანიშნულების შენობის პროექტისა (სასტუმრო, დასასვენებელი სახლები ქუთაისში, კინდღში, ბაკურიანში და სხვ.), 300-ადგილიანი სასტუმრო რუსთავში (საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია, 1989; დ. მელიქიშვილთან, გ. მეტრეველთან, თ. ხოჯავასთან ერთად), ჟურნალისტების საცხოვრ. სახლი თბილისში და დრამ. თეატრის შენობა რუსთავში (იმავე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად).

ს. კინწურაშვილი