აბაშიძე ზურაბ ირაკლის ძე (დ. 11. VI. 1951, თბილისი), დიპლომატი, პოლიტიკურ მეცნ. დოქტორი (2001), თსუ-ის პროფესორი (2014-იდან). 1973 დაამთავრა მოსკ. მ. ტორეზის სახ. უცხო ენათა ინ-ტი (ესპ. და ინგლ. ენების განხრით). 1978–80 იყო სსრკ-ის გენ. საკონსულოს ატაშე ბომბეიში (ინდოეთი); 1984–88 – სსრკ საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1988–92 – უცხოეთის ქვეყნებთან საქართველოს კულტ. და მეგობრული ურთიერთობის საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე. ინდოეთში მუშაობისას მიაკვლია ქეთევან დედოფლის საფლავის ადგილმდებარეობას გოაში, და-გრასას მონასტერში.
საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იყო ქვეყნის პირველი ელჩი ევროპაში: საქართვ. დიპლ. მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა (1993-1998) და ნატოში (1993-2000); 1993–2000 – საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; 2000 − საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000–04 – საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუს. ფედერაციაში. 2001 დაიცვა დისერტაცია პოლიტიკურ მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „საქართველო-ნატოს ურთიერთობები“; 2006-იდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქციის მთ. რედაქტორი; 2012-იდან – საქართვ. პრემიერ-მინისტრის სპეც. წარმომადგენელი რუს. ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2022-იდან არის ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების (EEN) გამგეობის წევრი; 2022-იდან – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდიუმის, ასევე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის აკადემიური საბჭოს წევრი.
2024 მიენიჭა მ. მუსხელიშვილის სახელობის პრემია წიგნისათვის "ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში" (2021).
თხზ.: ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისაკენ, თბ., 2000; ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?, თბ., 2009; დანგრეული კედლის ჩრდილში: 1990–1999, თბ., 2012.