დოლაბი, ბუნებრივი ან ხელოვნური მრგვალი, გათლილი ქვა, რ-იც ასეთსავე უძრავ ქვაზე ბრუნავს, წისქვილის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.
იყენებენ მარცვლოვანი კულტურებისა თვის ჩენჩოს შემოსაცლელად, მარცვლეულისა და სხვა მასალის დასაღერღად, დასაფქვავად. ბუნებრივ დ-ს ამზადებენ მყარი ქანების (კვარციტი, ქვიშაქვა, გრანიტი) ერთი ან რამდენიმე ნატეხისაგან, ხელოვნურს – მსხვრეული კაჟის, კვარციტისა და ზუმფარისაგან ან ზუმფარისა და კაჟის ნარევისაგან (ნაწილაკებს ერთმანეთთან აცემენტებენ მაგნიუმქლორიდით ან კაუსტიკური მაგნეზიტით).
დ-ის პირზე, დასაფქვავი მასალის უკეთ დასანაწევრებლად ნაჭდევებს აკეთებენ („მოკოდვა"). რაჭასა და ხევსურეთში „დ." წისქვილს ერქვა.
ლ. მოლოდინი