ბათუმის საავეჯო ბამბუკის ფაბრიკა (ყოფ. ბათუმის ავეჯ-ბამბუკის ფაბრიკა), დაარსდა 1928 როგორც სპორტ. არტელი.
1939 გადაკეთდა ავეჯ-ბამბუკის ფ-კად, ხოლო შემდეგ ბ. ს. ბ. ფ-კად., საქართველოში იგი ერთადერთი საწარმო იყო, რ-იც უშვებდა ბამბუკის ავეჯს. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო სააგარაკო ავეჯის კომპლექტებზე. 1995 ფ-კის ბაზაზე დაარსდა კომპანია „ლუკაჩო“, რ-იც აწარმოებს თერმულად დამუშავებული ბამბუკისგან ფანჩატურებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო და საოფისე ნივთებს, რ-იც მზადდება სქელკედლიანი მოსოს ჯიშის ბამბუკისაგან.
წარმოებული პროდუქცია გადის მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში.
მ. ჯიბუტი