გაბრიჩიძე ნიკოლოზ (ნუგზარ) ორჯონიკას ძე (დ. 26. IV. 1949, სოფ. გოგნი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი.). პოლიციის გენერალ-მაიორი (2001).
1978 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 1975–80 მუშაობდა თბილ. პირველი მაისის (დიდუბის), კალინინის (მთაწმინდის) რ-ნებისა და თბილ. პოლიციის შს სამმართველოში გამომძიებლად. 1980-იდან პროკურატურის სისტემაშია, – იყო კალინინის (მთაწმინდის) რ-ნის პროკურორის მოადგილე, საქართვ. პროკურატურის საგამომძიებო სამმართველოს პროკურორი, საგამომძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, 1984-იდან – თბილ. პირველი მაისის (დიდუბის) რ-ნის პროკურორი, 1990-იდან – თბილ. პროკურორის I მოადგილე; 1993–99 – პროკურორი, 1999-იდან საქართვ. გენ. პროკურორის პირველი მოადგილე, 2001 – შს სამინისტროს გენ. ინსპექციის უფროსი, 2001 წ. 30. X-იდან 2004 წ. 14. I-მდე – საქართვ. გენ. პროკურორი.
1994 მიენიჭა იუსტიციის სახელმწ. მრჩევლის, 2002 – იუსტიციის მთ. სახელმწ. მრჩევლის წოდება.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლ. დოლიძე