გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე (1853, – 15. II.1928, ბელგრადი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1913).
ჯარში მსახურობდა 1874-იდან. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. (1877–78) და რუს.-იაპონიის (1904–05) ომებში. 1914 მეთაურობდა კავკ. მე-3 მსროლელ ბრიგადას ყირიმში. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა თურქეთის ფრონტზე, მონაწილეობდა ერზრუმის შტურმში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. რუს. სამოქალაქო ომის დროს იყო თეთრი მოძრაობის რიგებში, 1918 – უკრაინის ჰეტმანის არმიაში (მეთაურობდა მოხალისეთა რეზერვის კიევის რაზმს), 1919-იდან – მოხალისეთა ჯარების შტაბის რეზერვში.
1920 იბრძოდა ყირიმში ვრანგელის არმიის რიგებში. შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.