გვეტაძე გურამ ივანეს ძე

გ. გვეტაძე

გვეტაძე გურამ ივანეს ძე (24. XI. 1931–2018, გურჯაანი, - 22. III. 2019, თბილისი), შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1982).

1955 დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. მექანიკის ფაკ-ტი. მუშაობდა ინჟინრად თბილისის ჩარხსაშენებელ ქ-ნაში, საქართვ. სახ. მეურნეობის საბჭოში. 1960–65 იყო პარს. სამუშაოზე, ჯერ საქართვ. კპ თბილისის კომიტეტის ინსტრუქტორად, შემდეგ თბილისის ლენინის რაიკომის მდივნად.. 1965 სამუშოდ გადავიდა საქართვ შს სამინისტროს სისტემაში, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, 1970 მიენიჭა საქართ. შს სამინისტროს დამს. მუშაკის, 1975 – გენ-მაიორის წოდება.

1977–79 მუშაობდა საქ. კპ ცკ-ის ადმ. ორგანოების განყ-ბის გამგედ. 1979 დანიშნეს შს მინისტრად, სადაც იმუშავა 1986-მდე და გადადგა პირადი განცხადებით. 1979-86 არჩეული იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1987-91 მუშაობდა საქართვ. საგეგმო კომიტეტში სამხ.-სამობილიზაციო განყ-ბის უფროსად, 19992 - საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. 1997-იდან საქართვ. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავ-რის პირველ მოადგილედ.

 დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითა (1996), წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლ. დოლიძე