გვასალია რუსუდან კირილეს ასული

გვასალია რუსუდან კირილეს ასული (დ. 27. IX. 1953, თბილისი), მევიოლინე. საქართვ. დამს. არტისტი (1972), მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახ. მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშ. კონკურსისა (1973, პარიზი, გრან-პრი) და პ. ჩაიკოვსკის სახ. საერთაშ. კონკურსის (1974, მოსკოვი, II პრემია) ლაურეატი. 1969 დაამთავრა თბილ. ცენტრ. სამუსიკო ათწლედი (პროფ. ლ. შიუკაშვილის კლასი). 1970–74 სწავლობდა მოსკ. კონსერვატორიაში (პროფ. დ. ოისტრახის კლასი). 1975-იდან „მოსკონცერტის“ სოლისტი იყო. ეწევა აქტ. საკონცერტო მოღვაწეობას. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. მისი საშემსრულებლო ოსტატობა გამოირჩევა მაღალი კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმით და არტისტიზმით. რეპერტუარში აქვს ს. ცინცაძის „პოემა“, კ. შიმანოვსკის „სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“, ფ. კრეისლერის „რეჩიტატივი და სკერცო სოლო ვიოლინოსათვის“, აგრეთვე ვენის კლასიკოსთა, რომანტიკოსთა ნაწარმოებები და სხვ. 1987-იდან ეწევა პედ. საქმიანობას ხელოვანთა საერთაშ. კურსებზე (გფრ, ქ. ფრანკენთალი). 1990-იდან ქ. მინცის უნ-ტის პროფესორია, სადაც დააარსა ქალთა კამერული ორკესტრი (ერთადერთი გერმანიაში) – არის ორკესტრის დირიჟორი, სოლისტი და კონცერტმაისტერი.

გ. ტორაძე