გვაძაბია (ერესენკოვა) ნადეჟდა ივანეს ასული

გვაძაბია (ქალიშვილობის გვარი ერესენკოვა) ნადეჟდა ივანეს ასული (დ. 28. XII. 1930, ქ. მელიტოპოლი, ზაპოროჟიეს ოლქი, უკრ. რესპ.), მხატვარი. წარმოშობით პოლონელი. საქართვ. დამს. მხატვარი (1983).

დაამთავრა ლვოვის დეკორ.-გამოყენებითი ხელოვნ. ინ-ტი (1954). 1955-იდან მუშაობდა სენაკის ხალიჩების კომბინატში. საქართველოში მხატვარი გაეცნო ქართ. გამოყენებითი ხელოვნ. მდიდარ ტრადიციებს, შექმნა ესკიზები გობელენებისა და ხალიჩებისათვის. მათში ქართ. ეროვნ. ორნამენტის პლასტიკურობა ორგანულადაა შერწყმული ქართ. ტაძრების მოხატულობის მსუბუქ, ჰაეროვან კოლორიტთან. გ-ს ესკიზებით შექმნილი ხალიჩები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ მრეწვ. საერთაშ. გამოფენებზე (იზმირი, 1968; პარიზი, 1970; ბაზელი, 1971; კაირო, 1972; ბერლინი, 1973; ბრიუსელი, 1973 და სხვ.).