გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე

გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე (22. III. 1925, თბილისი, – 25. VII. 1991, იქვე). მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

ჰენდელის საერთაშ. პრემიის ლაურეატი (1967), ჰენდელის საერთაშ. საზ-ბის გამგეობის წევრი (1967).

საქართვ. მეცნ. აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ძვ. აღმოსავლური ენების განყ-ბის გამგე (1985–91). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1947), თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვ. მუსიკათმცოდნეობის ფაკ-ტი (1949). 1952-იდან ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას. ქართ. მუსიკის შესახებ საჯარო ლექციებს კითხულობდა მოსკ., ლენინგრ., ხარკოვის, ბაქოს, ბერლინის, ლაიფციგის, ჰალეს უმაღლეს სასწავლებლებში. ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რ-თა შორის აღსანიშნავია „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962), „რიჰარდ ვაგნერი“ (1966), „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976), „ნიკო სულხანიშვილი“ (1973), „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978), „ურარტულის ლექსიკა“ (1982), „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (რუს. ენაზე, მოსკ., 1963), „ბასკური ხალხური სიმღერები“ (1989, ი. ტაბაღუასთან ერთად) და სხვ.