გველესიანი გიორგი გრიგოლის ძე [14 (27). VI. 1903, ქუთაისი, – 28. III. 1980 თბილისი], ეკონომ-გეოგრაფი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).
1928 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. მუშაობდა ეკონომისტად დაგეგმვის სახელმწ. ორგანოებში, ეწეოდა მეცნ. მოღვაწეობას ეკონ. გეოგრ. დარგში, 1953-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის ეკონ. გეოგრ. განყ-ბას. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართვ. საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგებას, ეკონ. დარაიონებას (შეადგინა საქართვ. ეკონ.-გეოგრ. დარაიონების ახალი ბადე), მთიანი რ-ნების განვითარებას, რეგიონული განვითარების პრობლემებს და სხვ. „საქართველოს სსრ ატლასის“ (1964) შედგენაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ა. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1978).
თხზ.: საქართველოს ეკონომიკური დარაიონების საფუძვლები, წგ.: საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა, თბ., 1975; საწარმოო ძალთა განლაგების პრობლემები, იქვე; Об основах социалистического размещения производства, Тб., 1961; Развитие и размещение социалистического промзводства в Грузинской ССР, Тб., 1965.
ლიტ.: კობახიძე ე., გიორგი გველესიანი, თბ., 1992.